Monday, June 14, 2010

დაზვერვის ეროვნულ დირექტორად ობამამ გენერალი ჯეიმს კლაპერი წარადგინა


შა­ბათს ბა­რაკ ობა­მამ აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის ოფი­სის ახალ დი­რექ­ტო­რად ჯე­იმს კლა­პე­რი წა­რად­გი­ნა. იგი აშშ-ს სამ­ხედ­რო-­სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გა­დამ­დ­გა­რი გე­ნე­რა­ლი­ა. ბო­ლოს კლა­პე­რი ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის ოფისთან არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და.
69 წლის გენერალი ჯე­იმს კლა­პე­რი ვი­ეტ­ნა­მის ომის ვე­ტე­რა­ნი­ა, დაზ­ვერ­ვა­ში მუ­შა­ო­ბის 45-წლიანი გა­მოც­დი­ლე­ბით. და­არ­სე­ბი­დან - 2004 წლი­დან - ამ ოფის­მა უკვე სა­მი დი­რექ­ტო­რი გა­მო­იც­ვა­ლა. მა­ნამ­დე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ: ჯონ ნეგ­რო­პონ­ტე, ჯონ მაკ­კო­ნე­ლი და დე­ნის ბლე­რი.
ჯე­იმს კლა­პე­რის სამ­ხედ­რო წარ­სუ­ლი დე­მოკ­რა­ტი სე­ნა­ტო­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცა. სე­ნა­ტის დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, დე­მოკ­რა­ტი სე­ნა­ტო­რი და­ი­ან ფე­ინ­შ­ტე­ი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პირ­მა უნ­და და­ი­კა­ვოს. იგი­ვე კო­მი­ტე­ტის რან­გით პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბის, კიტ ბონ­დი­სა და პიტ ჰო­ეკ­ს­ტ­რას შე­ფა­სე­ბით, კლა­პე­რი თეთ­რი სახ­ლის კონ­ტ­რ­ტე­რო­რიზ­მის მრჩევ­ლის, ჯონ ბრე­ნა­ნი­სა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ლე­ონ პა­ნე­ტას ჩრდილ­ში მო­ექ­ცე­ვა. სწო­რედ ბრე­ნან­სა და პა­ნე­ტას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და ობა­მას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­სა და ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, დე­ნის ბლერს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ერ­თ­-ერ­თი მი­ზე­ზი.
კლა­პე­რის კან­დი­და­ტუ­რის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რია აშშ-ს თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი რო­ბერტ გე­იტ­სი, ვის­თან ერ­თა­დაც კლა­პე­რი პენ­ტა­გონ­ში მუ­შა­ობ­და ბუ­შის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის უკა­ნას­კ­ნელ წელს.
სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია ის, რომ სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ან, ხო­ლო სა­მო­ქა­ლა­ქო­ე­ბი - ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რად სამ­ხედ­რო პი­რის და­ნიშ­ვ­ნას.
კლა­­­­პე­­­­რის კან­­­­­­­დი­­­­და­­­­ტუ­­­­რის ოპო­­­­ნენ­­­­­­­ტ­­­­­­­თა აზ­­­­­­­რით, სამ­­­­­­­ხედ­­­­­­­რო-­­­­­­­სა­­­­ჰა­­­ე­­­­რო ძა­­­­ლე­­­­ბის გა­­­­დამ­­­­­­­დ­­­­­­­გა­­­­რი გე­­­­ნე­­­­რა­­­­ლის და­­­­ნიშ­­­­­­­ვ­­­­­­­ნით - ეროვ­­­­­­­ნუ­­­­ლი დაზ­­­­­­­ვერ­­­­­­­ვის დი­­­­რექ­­­­­­­ტო­­­­რის თა­­­­ნამ­­­­­­­დე­­­­ბო­­­­ბა­­­­ზე - ინ­­­­­­­ტე­­­­რეს­­­­­­­თა კონ­­­­­­­ფ­­­­­­­ლიქ­­­­­­­ტი წარ­­­­­­­მო­­­იშ­­­­ო­­­­ბა. მა­­თი აზ­­­რით, კლა­­­­პე­­­­რი, თა­­ვის საქ­­­მი­­ა­­ნო­­ბა­­ში, უპი­­­­რა­­­­ტე­­­­სო­­­­ბას მის­­­­­­­თ­­­­­­­ვის კარ­­­­­­­გად ნაც­­­­­­­ნობ, სამ­­­­­­­ხედ­­­­­­­რო დაზ­­­­­­­ვერ­­­­­­­ვის სა­­­ა­­­­გენ­­­­­­­ტო­­­ებს მი­­­ა­­­­ნი­­­­ჭებს.
მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი კლა­­პერს 2004 წელს ერა­­ყის ომის ერ­­­თ­­­-ერთ თა­­ნა­­ავ­­­ტო­­რად მი­­იჩ­­­ნე­­ვენ. 2003 წლის ოქ­­­ტომ­­­ბერ­­­ში, ბუ­­შის ად­­­მი­­ნის­­­ტ­­­რა­­ცი­­ა­­ში მუ­­შა­­ო­­ბი­­სას, სწო­­რედ კლა­­პერ­­­მა და­­ა­­დას­­­ტუ­­რა ინ­­­ფორ­­­მა­­ცია ერა­­ყი­­დან სი­­რი­­ის მი­­მარ­­­თუ­­ლე­­ბით ბირ­­­თ­­­ვუ­­ლი იარა­­ღის უტყუ­­ა­­რი გა­­დი­­ნე­­ბის შე­­სა­­ხებ. მა­­შინ კლა­­პე­­რი გე­ო­სივ­რ­ცუ­ლი დაზ­­­ვერ­­­ვის სა­­ა­­გენ­­­ტოს ხელ­­­მ­­­ძღ­­­ვა­­ნე­­ლობ­­­და. სამ­­­სა­­ხურს, რუ­­კებ­­­სა და სა­­ტე­­ლი­­ტურ სუ­­რა­­თებ­­­ზე დაყ­­­რ­­­დ­­­ნო­­ბით, სა­­დაზ­­­ვერ­­­ვო ინ­­­ფორ­­­მა­­ცი­­ის მომ­­­ზა­­დე­­ბა ევა­­ლე­­ბო­­და.
2004 წელს კლა­პე­რის სა­ხელს და­უ­კავ­შირ­და და­პი­რის­პი­რე­ბა მა­შინ­დელ თავ­დაც­ვის მდი­ვან დო­ნალდ რამ­ს­ფელ­დ­თან. სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მდივ­ნად მუ­შა­ო­ბი­სას კლა­პერ­მა გა­ა­ჩე­რა რამ­ს­ფელ­დის პრო­ექ­ტი - „ტალონი”, რო­მე­ლიც 11 სექ­ტემ­ბ­რის შემ­დეგ შე­იქ­მ­ნა და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას ომის შე­უ­რი­გე­ბელ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა შე­სა­ხებ. „ტალონის” მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ომის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პრო­პა­გან­დას ეწე­ოდ­ნენ. მა­ლე­ვე კლა­პე­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

No comments:

Post a Comment