Monday, June 28, 2010

არჩევნების შედეგად კურსი არ იცვლება

მე­ო­რე ტუ­რის შემ­დეგ მემარჯვენე კან­დი­დატ­მა, მა­ნუ­ელ სან­ტოს­მა, არ­ჩევ­ნებ­ში შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­დე­გე­ბით, მან ხმა­თა 69% მი­ი­ღო. სან­ტო­სის მთა­ვარ კონ­კუ­რენტს, მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის კან­დი­დატს, ან­ტა­ნა­ნას მო­კუსს, ამომ­რ­ჩე­ველ­თა 29%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.



რო­გორც ჩანს, კო­ლუმ­ბი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩე­ბა. სან­ტო­სი კო­ლუმ­ბი­ის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კურ ხაზს გა­აგ­რ­ძე­ლებს. ალ­ვა­რო ური­ბეს მთავ­რო­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა გუ­ლის­ხ­მობს რა­დი­კა­ლურ­-­მარ­ქ­სის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა „ფარკის” წი­ნა­აღ­მ­დეგ ინ­ტენ­სი­ურ ბრძო­ლა­ს, ასევე ორ­მ­ხ­რი­ვი სა­ვაჭ­რო და სამ­ხედ­რო ურ­თი­ე­რო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას ამე­რი­კას­თან.
ექ­ს­პერ­ტ­თა შე­ფა­სე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ცხად­ყოფს, რომ კო­ლუმ­ბი­ე­ლე­ბი ნარ­კო­ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ბრძო­ლის ხისტ პო­ლი­ტი­კას უჭე­რენ მხარს. მათ არ სურთ 8 წლის წი­ნან­დელ კო­ლუმ­ბი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნარ­კო­ბა­რო­ნებს უფ­რ­თხო­და და კრი­მი­ნა­ლებ­თან უაზ­რო კომ­პ­რო­მი­სებ­ზე მი­დი­ო­და.
ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის მთა­ვარ კითხ­ვად რჩე­ბა, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სან­ტო­სი­სა და ობა­მას ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტი კონ­გ­რეს­მე­ნე­ბი ალ­მა­ცე­რად უყუ­რე­ბენ ური­ბეს ხისტ პო­ლი­ტი­კას. უკა­ნას­კ­ნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­მოკ­რა­ტებ­მა კო­ლუმ­ბი­ას სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა შე­უმ­ცი­რეს და ბუ­შის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბაც არა­ერ­თხელ დაბ­ლო­კეს.
ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ტე­რესს იწ­ვევს სან­ტო­სის ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­ნე­სუ­ე­ლას­თან. უგო ჩა­ვე­სი კო­ლუმ­ბი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ღი­ად უჭერ­და მხარს ან­ტა­ნა­ნას მო­კუსს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ სიმ­პა­თი­ებს არ მა­ლავ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დრო­საც კი. სან­ტო­სის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩა­ვე­სი ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის ომ­საც არ გა­მო­რიცხავ­და და ქვე­ყა­ნას ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კა­დით ემუქ­რე­ბო­და.
კო­ლუმ­ბი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ალ­ვა­რო ური­ბე, პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვა­დას აგ­ვის­ტო­ში და­ას­რუ­ლებს; ამის შემ­დეგ კო­ლუმ­ბი­ას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გე­ბა ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რი და ჰარ­ვარ­დის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მა­ნუ­ელ სან­ტო­სი.

No comments:

Post a Comment