Friday, May 28, 2010

პირველი ნაბიჯი ჯანდაცვის ევროპეიზაციისკენ


219 მომ­ხ­რე 212-ის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის და რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის აზ­რის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, დე­მოკ­რა­ტებ­მა ბო­ლო დრო­ის ყვე­ლა­ზე სა­და­ვო ჯან­დაც­ვის კა­ნო­ნი მი­ი­ღეს. ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ში დე­მოკ­რა­ტე­ბის პო­ზი­ცი­აც კი არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი იყო. 34-მა დე­მოკ­რატ­მა ობა­მას რე­ფორ­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ მის­ცა ხმა. ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მსგავ­სი მას­შ­ტა­ბის რე­ფორ­მა, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის სრუ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის ფონ­ზე, მა­ინც და­კა­ნონ­და. ობა­მას ინი­ცი­ა­ტი­ვას არც ერ­თ­მა რეს­პუბ­ლი­კელ­მა არ მის­ცა ხმა.

პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის აზ­რის იგ­ნო­რი­რე­ბის გარ­და, დე­მოკ­რა­ტებ­მა ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რიც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. გე­ლა­პის, რას­მუ­სე­ნი­სა და სი­-ენ­-ენ­-ის კვლე­ვე­ბით, ობა­მას რე­ფორ­მა ამე­რი­კე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. სი­-ენ­-ენ­-ის გა­მო­კითხ­ვით, ამე­რი­კე­ლე­ბის 56%-ს არ სურ­და ჯან­დაც­ვის სფე­როს ფე­დე­რა­ლურ კონ­ტ­როლ­ში გა­დას­ვ­ლა, ხო­ლო მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გაზ­რ­დას რი­გი­თი ამე­რი­კე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის საფ­რ­თხედ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ.
ობა­მას გუნდს ჯან­დაც­ვის სფე­როს გარ­დაქ­მ­ნი­სას ორი, ექ­ს­პერ­ტ­თა შე­ფა­სე­ბით, ერ­თ­მა­ნე­თის გა­მომ­რიცხა­ვი მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და: ერ­თი მხრივ, ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მე­ო­რე მხრივ, და­უზღ­ვე­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის დაზღ­ვე­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.
ჯან­დაც­ვის კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს 32 მი­ლი­ო­ნამ­დე და­უზღ­ვე­ვე­ლი ამე­რი­კე­ლის დაზღ­ვე­ვას სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბით. ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად კი სა­ხელ­მ­წი­ფო მის მი­ერ­ვე და­ფი­ნან­სე­ბულ პროგ­რა­მა მედიქ ეიდს აფარ­თო­ებს და წლი­ურ 88 ათას აშშ დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ოჯა­ხებს სა­ხელ­მ­წი­ფო ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვის სუბ­სი­დი­რე­ბას სთა­ვა­ზობს. დე­მოკ­რა­ტებს სურთ, მო­სახ­ლე­ო­ბის 95% ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს 2019 წლის­თ­ვის, რაც, ოპო­ნენ­ტე­ბის აზ­რით, არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და ფე­დე­რა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის მკვეთ­რი ზრდის ფონ­ზე არა­რე­ა­ლუ­რი­ა.
მარ­თა­ლი­ა, ახა­ლი კა­ნო­ნით, სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი 20 მი­ლი­ონ­ზე მეტ მომ­ხ­მა­რე­ბელს შე­ი­ძე­ნენ, მაგ­რამ მძი­მე სა­ხელ­მ­წი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მათ მა­ინც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დებს. რე­ფორ­მის შე­დე­გად სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებს მე­ტი პა­ცი­ენ­ტი ეყო­ლე­ბათ, რაც ექი­მე­ბის დე­ფი­ცი­ტის თე­მა­საც და­ა­ყე­ნებს დღის წეს­რიგ­ში. გარ­და ამი­სა, ობა­მას ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­ღე­ბულ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი და მო­უქ­ნე­ლო­ბა შეზღუ­დავს.
ასე მა­გა­ლი­თად, კა­ნა­და­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და იაფი­ა, ვიდ­რე ამე­რი­კულ­ში. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის მფლო­ბე­ლი არის სა­ხელ­მ­წი­ფო. მასვე ეკუთვნის მო­ნო­პო­ლი­ა ექი­მე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და მა­თი ანაზღა­უ­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­შიც. მაგ­რამ მსგავს პრაქ­ტი­კას თა­ვი­სი ფა­სი აქვს: მოქ­ნი­ლო­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა. მა­გა­ლი­თად, კა­ნა­და­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბი­სას მო­ქა­ლა­ქე­თა 27%-ს 4 თვე­ზე მეტ­ ხანს უწევს ლო­დი­ნი, ბრი­ტა­ნეთ­ში პა­ცი­ენ­ტ­თა 38%-ს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­სა­ლა­ხა­ვად 4-5 თვე სჭირ­დე­ბა, აშ­შ­-­ში კი მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტ­თა 5%-ი ხდე­ბო­და ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის “მსხვერპლი”. მრა­ვა­ლი ექ­ს­პერ­ტის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენტ ობა­მას ჯან­დაც­ვის კა­ნონ­მაც შე­საძ­ლოა ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი აპა­რა­ტის „მსხვერპლად” აქ­ცი­ოს.
ეკო­ნო­მი­კურ­-­ფი­ნან­სუ­რი საფ­რ­თხე­ე­ბის გარ­და, ჯან­დაც­ვის კა­ნო­ნი აშშ-ს სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო კრი­ზი­სის საფ­რ­თხის წი­ნა­შეც აყე­ნებს: სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ქა­ლა­ქე­ებს აიძუ­ლებს, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა ჰქონ­დეთ. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის 2.5%-ის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მას და­ა­კის­რებს. 3000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა შე­ე­ხე­ბა იმ დამ­ქი­რა­ვებ­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თა­ნამ­შ­რომ­ლებს დაზღ­ვე­ვით არ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ჩნდე­ბა კითხ­ვა: აქვს თუ არა უფ­ლე­ბა ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას, აიძუ­ლოს მო­ქა­ლა­ქე, შე­ი­ძი­ნოს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა? ამე­რი­კის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით - არა.
ვირ­ჯი­ნი­ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის აზ­რით, ჯან­დაც­ვის კა­ნო­ნი ეწინააღმდეგება ვირ­ჯი­ნი­ის შტა­ტის ჯან­დაც­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქ­ტ­ს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მ­წი­ფოს არ აქვს უფ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქეს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვის შე­ძე­ნა აიძულოს. იგი­ვე აზ­რ­ზეა სამ­ხ­რეთ კა­რო­ლი­ნის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რი ჰენ­რი მაკ­მას­ტე­რიც. მაკ­მას­ტე­რის შე­ფა­სე­ბით, ეს ქმე­დე­ბა არა­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი­ა, რად­გან ის ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა აშ­შ­-ის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის მე­ა­თე შეს­წო­რე­ბას, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკ­რ­ძა­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის მა­თი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ რა­ი­მეს ყიდ­ვის იძუ­ლე­ბა. მაკ­მას­ტე­რის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი­სა და მი­სი გუნ­დის ეს ქმე­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფა­ა.
ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის და­კა­ნო­ნე­ბით, პრე­ზი­დენ­ტ­მა და მის­მა გუნ­დ­მა მო­ა­ხერ­ხეს გა­მარ­ჯ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბის ფა­სად, თუმ­ცა, კა­ნო­ნი 2014 წლი­დან შე­ვა ძა­ლა­ში. მა­ნამ­დე ობა­მას წინ ორი არ­ჩევ­ნე­ბი აქვს: 2010 წლის ნო­ემ­ბერ­ში - კონ­გ­რე­სის შუ­ა­ლე­დუ­რი, 2012 წელს კი - საპ­რე­ზი­დენ­ტო.

No comments:

Post a Comment